„წესრიგის ფრაგმენტები“ - გალერეა „ვანდა“ თამაზ ვარვარიძის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
გალერეა „ვანდა“ თამაზ ვარვარიძის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. „წესრიგის ფრაგმენტები“ – ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც ხელოვანის სხვადასხვა პერიოდში შესრულებულ 22 ნამუშევარს აერთიანებს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება თამაზ ვარვარიძის საიუბილეო ალბომი. საიუბილეო გამოცემა მიზნად ისახავს ქართული სახვითი ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივებას და თამაზ ვარვარიძის შემოქმედებითი მემკვიდრეობის წარმოჩენას.
ნინა ოთარაშვილის სიუჟეტი.
ახალი დღე