წეროვანთან ავარიისას დაშავებულები საავადმყოფოში რჩებიან

წეროვანთან მომხდარი ავარიისას დაშავებულები კვლავ საავადმყოფოში რჩებიან. ექიმის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაზარალებულის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მეორე დაშავებულის – არასრულწლოვნის მდგომარეობა, შედარებით მსუბუქია. ორივე პაციენტს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. რაც შეეხება დანარჩენებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია და შესაძლოა, ისინი გაწერონ. ავარია გუშინ მოხდა. ერთი გარდაიცვალა, 19 დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.