საქართველოში უკვე მეცამეტედ „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი გაიმართა. დაჯილდოების ღონისძიებაზე პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები დაასახელეს. ყველა მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცა, ხოლო გამარჯვებული ნამუშევარი საქართველოს სახელით გლობალურ კონკურსზე გაიგზავნება.