წერილი ნატო-ს გენერალურ მდივანს

სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ნატო-ს გენერალურ მდივანსა და ალიანსის წევრ ქვეყნებს წერილით მიმართავენ. მათი განცხადებით, დოკუმენტი მადრიდის სამიტზე მისაღებ გადაწყვეტილებასა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის მნიშვნელობას ეხება. წერილში აღნიშნულია, რომ აუცილებელია საქართველოსთვის უსაფრთხოების ახალი გარანტიების მინიჭება.

დოკუმენტს ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი, ორგანიზაციის სხვა წევრები, სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები აწერენ ხელს.