Welcome to Georgia

დღეიდან თბილისს ახალი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე შეემატა.

რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც წლების წინ მხატვრის სახლი იყო, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმში 1945 წლიდან დღემდე ცნობილი ქართველი მხატვრებისა და მოქანდაკეების ის ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომლებიც ამ დრომდე მუზეუმის დამფუძნებლების – გია ჯოხთაბერიძის და მანანა შევარდნაძის, – პირად კოლექციაში იყო დაცული.

ამ წუთებში თბილისის საკონცერტო დარბაზში მუზეუმის გახსნისადმი მიძღვნილი კონცერტი მიმდინარეობს.

მარიკა შალიკაშვილი გვერთვება პირდაპირ ეთერში.