წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი გამოძალვის ბრალდებით დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ერთ-ერთ მოქალაქეს, მუქარისა და იძულების გზით, თანხას სისტემატურად სძალავდა.

გამოძიება გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს.