წარმატებული მუნიციპალური პროექტები

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან და ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამათა კონკურსი გამართა. რიგით მე-8 ეროვნულ კონფერენციაზე 2025 წლის წარმატებული მუნიციპალური პროექტები გამოავლინეს, რომელთა შორის საუკეთესო პრაქტიკად 14 მათგანი დასახელდა. მათ შორისაა საბავშვო ბაღი და ასევე, ბავშვთა დღისა და ადრეული განვითარების ცენტრი დმანისში, გამარჯვებულთა რიგებში აღმოჩნდა კიდევ ერთი პროექტი, რომელიც დმანისელი ახალგაზრდების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში ორმა პროგრამამ მოიპოვა აღიარება რუსთავიდან, გამარჯვებული პროექტები მუნიციპალიტეტის მუშაობაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებასა და ციფრული მუნიციპალური სერვისების შექმნას უზრუნველყოფს.

რუსუდან ლოლაძის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები