წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოება
ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე საჯარო და სამრევლო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოეს. ჯამში 96 ოქროს მედალოსანს გადაეცა სიგელები და საჩუქრები. თითოეულ მათგანს 500 ლარი. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგების მქონე 7 აბიტურიენტს კი 3000-3000 ლარი, ხოლო სკოლებმა, რომლებშიც სწავლობდნენ, მიიღეს 1 500 ლარი.