წარმატებული ბიზნესმენისა და ფერმერის ბაღ-ვენახი სოფელ ვაჩნაძიანში

▶ გამოცდილი ბიზნესმენის, რესტორატორისა და ფერმერის, ჭიჭიკო გოლეთიანის გამორჩეული ბაღ-ვენახი სოფელ ვაჩნაძიანში. ევროპული გამოცდილებით გაშენებული ხეხილი და გონიერი ფერმერის სწორად დაგეგმილი მეურნეობა. გაიგეთ, როგორ შეიძლება სუფრის ყურძნის იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლება და ნახეთ, რა რჩევები მისცა ქართველ ფერმერებს იტალიიდან მოწვეულმა აგრონომმა.

წამყვანი: ნუცა გამცემლიძე

 

▶ რუბრიკაში #არტიშოკი გაიცანით, თბილისიდან შემოგარენში გადასახლებული ანდრიაძეების ოჯახი. უცნაური სახელების დეკორატიული ბოცვრები, შეხმატკბილებული შინაური ცხოველები და 12 წლის ბიჭის ინტერნეტით ნასწავლი საქმიანობა.

როგორ იქმნება ბუნებასთან ჰარმონია იქ, სადაც ამის სურვილია.

ფერმა