წარმატებული აბიტურიენტები რეგიონებიდან

21:21, 13.09.2026

2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34 ათას 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. საბაკალავრო საფეხურზე 29 ათას 481 აბიტურიენტი ისწავლის, მათგან, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 17 862 აბიტურიენტი ჩაირიცხა, ასეთია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემები. მოგვიანებით კი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გადაწყდა, რომ 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევათ. უკვე ხვალიდან, 18 სექტემბრის 18 საათამდე ამ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მეორადი ჩარიცხვის პროცესში და გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები აირჩიონ.

„მოამბე – რეგიონების“ ობიექტივში კი, ის აბიტურიენტები მოხვდნენ, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს საუკეთესო შედეგები აჩვენეს.

ანა ნოდიას, ზაზა შუკვანისა და გიორგი ბაზერაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები

მსგავსი