წარმატება მაგიდის ჩოგბურთში

მაგიდის ჩოგბურთში მოასპარეზე სპორტსმენები, რიგაში მიღწეული წარმატების შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი დახვდა და ანასტასია ჩხარტიშვილს, რომელმაც საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა, წარმატება პირადად მიულოცა. რიგაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 150-მდე სპორტსმენი, მათ შორის საქართველოს სახელით 12 მონაწილე ასპარეზობდა.