წარდგენა სენატში – შეფასებები

15:26, 09.01.2025

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა კონგრესმენ ჯო უილსონისა და სტივ კოენის კიდევ ერთი ინიციატივა სახელწოდებით „ქართული კოშმარის არ აღიარების აქტი“. აღნიშნული დოკუმენტი კრძალავს აღიარებას ან ურთიერთობების ნორმალიზებას „საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც მართავს ბიძინა ივანიშვილი ან ნებისმიერი მარიონეტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე დანაშაულების გამო”. ოპოზიციური სპექტრის შეფასებით, ამერიკა ქართველი ხალხის მეგობარია, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ დოკუმენტით. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ მსგავს დოკუმენტებს ქართულ საზოგადოებაზე გავლენა არ აქვს და ისინი ურთიერთობების გადატვირთვას ელოდებიან.

მსგავსი