წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება

ზუგდიდში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა. მათ სიგელები და საჩუქრები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ვერავამ და ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ გადასცეს. დაჯილდოვდა ოქროს მედალოსანი 146 და ვერცხლის მედალოსანი 14 მოსწავლე. დაჯილდოების შემდეგ, საჯარო სკოლების 10 ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის ზუგდიდის დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.