წამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

33 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ დღის ამბების წამყვანი, ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე.

პირველი არხი სამძიმარს უცხადებს ლევანის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს.

წლების განმავლობაში ლევან ჩხაიძე სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა. ის იყო თითოეული ჩვენგანის მეგობარი, ძალიან ნიჭიერი ჟურნალისტი და ადამიანი გამორჩეული თვისებებით.

დატოვე კომენტარი