წამლის ხარისხის კონტროლი მკაცრდება

წამლების მწარმოებელთა ნაწილი ხელისუფლებას მიმართავს და ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული ახალი რეგულაციის კიდევ ერთხელ გადავადებას ითხოვს.

საუბარია ეტაპობრივად ასამოქმედებელ მკაცრ ზომებზე, რომლითაც მედიკამენტის შესაქმნელად საჭირო ინფრასტრუქტურა, ასევე შემადგენლობასთან დაკავშირებული სტანდარტების დაცვა უნდა გაკონტროლდეს. სწორედ მწარმოებლების მოთხოვნით რეგულაცია უკვე არაერთხელ გადავადდა. თუმცა, ამჯერად ჯანდაცვის სამინისტრო კომპანიებისთვის ანგარიშის გაწევას აღარ აპირებს, რაც ადრესატთა ერთი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს. მწარმოებლების არგუმენტია, რომ პანდემიის გამო მათ ახალი სტანდარტების დანერგვა და გამკაცრებულ რეგულაციებზე მორგება ვერ მოასწრეს.