წამლის ფასი საქართველოში

თურქულ ბაზარზე მოქმედ აფთიაქებში წამლების ფასი საქართველოსთან შედარებით ორჯერ და ზოგ შემთხვევაში სამჯერ ნაკლებია.

„მოამბის“ გადამღებმა ჯგუფმა ქართველი მომხმარებლებისგან მიღებული ინფორმაცია პირადად გადაამოწმა. ხოფა, ქემელ-ფაშა, რიზე – აღმოჩნდა, რომ საჭირო მედიკამენტების შესაძენად საზღვრისპირა ქალაქებს საქართველოდან ხშირად სტუმრობენ. ფასთაშორისი სხვაობა იმდენად დიდია, რომ მგზავრობის ხარჯების მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილი წამლების შეძენას მაინც მეზობელ ქვეყანაში ამჯობინებს. საქართველოში მედიკამენტების განსაკუთრებით მაღალ ფასზე მომხმარებლები და სფეროს ექსპერტები უკვე წლებია საუბრობენ.

რატომ ვერ ხდება ფასების დარეგულირება და რატომ არის მეზობელ ქვეყანასთან შედარებითაც კი წამლების ღირებულება მკვეთრად მაღალი – თემაზე მერაბ წულუკიძე მუშაობდა. რეპორტაჟის მზადების დროს ის თურქეთშიც ჩავიდა.