Walt Disney-ს ანიმაციური ფილმები პირველ არხზე  

სექტემბრიდან პირველი არხის ეთერში ქართულად გახმოვანებულ „დისნეის“ ცნობილ ანიმაციურ ფილმებს ნახავთ.

გახმოვანებაზე კონკურსში გამარჯვებული სტუდია „ბრავო რექორდსი“ იმუშავებს. კიდევ ერთი კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდია „ფონოგრაფი“ კი „დისნეის“ ფილმებში გამოყენებული სიმღერების ქართულ ვერსიებს შექმნის.

ანიმაციური ფილმის „მულანის“ ერთ-ერთი კომპოზიციის ქართულ შესრულებას ინტერნეტ სივრცეში დადებითი გამოხმაურება უკვე მოჰყვა. საქართველოს პირველი არხი გამარჯვებულ სტუდიებთან ერთად 22 ანიმაციური ფილმის პროფესიონალურ დუბლირებას გეგმავს.