წალკის რაიონის 16 მდე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი - საავტომობილო გადაადგილება შეზღუდულია

დიდთოვლობის გამო წალკის რაიონის 16 მდე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ამ დროისთვის საავტომობილო გადაადგილება შეზღუდულია. წალკის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, თუმცა, ქარისა და ნამქერის გამო, სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება. წალკა-თბილისის მიმართულებით საავტომობილო გზაზე ამ დროისთვის ტექნიკური მარილი იყრება.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, წალკის მერის ინფორმაციით, ამ მიმართულებით არანაირი შეზღუდვა არ არის.