წალენჯიხის საკრებულოს სხდომა

წალენჯიხის საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ფინანსურ დოკუმენტს მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ფრაქციის ყველა წევრმა. სხდომა დატოვა ფრაქცია „ახალის“ერთმა წარმომადგენელმა, ორი საერთოდ არ ესწრებოდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 17.მლნ 500 ათასი ლარით განისაზღვრა, მთავარი პრიორიტეტებია სოციალური მიმართულება, ჯანდაცვა, ახალგაზრდების პრობლემები. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ რეგიონული განვითარების ფონდი განახორციელებს.