წაგებული თამაში და კრიტიკა პოლიტიკური აქცენტით

18:35, 19.11.2025

„ამ თამაშების შემდეგ ყველაზე კარგად იგრძნობა, რა ბევრს ნიშნავს ერთმანეთის გვერდში დგომა. ფეხბურთში გამარჯვება ყოველთვის ჩანს, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მხარდაჭერა სწორედ მაშინ არის, როცა შედეგი იმედის გამართლებას ვერ ახერხებს.“  სოციალურ ქსელში ამ პოსტით, საქართველოს ნაკრების პირველი ნომერი, გიორგი მამარდაშვილი, ეროვნული გუნდის ბოლო ორ მარცხს გამოეხმაურა, რომელიც ჩვენმა გუნდმა ჯერ ესპანეთთან, შემდეგ კი – ბულგარეთთან განიცადა. მამარდაშვილი გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის და მძიმე წუთებში კვლავ მათ მნიშვნელობაზე საუბრობს. „თქვენი მხარდაჭერა ყველაზე დიდ ძალას გვაძლევს“ – წერს მამარდაშვილი. აღნიშნული განცხადება, საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკის და ერთგვარი ქილიკის საგანი გახდა. როგორც სოც.ქსელებში იწერება, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს, არ აქვთ მორალური უფლება გულშემატკივრებს გვერდში დგომისკენ მოუწოდონ და მათ პოლიტიკური ნიშნით მხარდაჭერას სთხოვენ. აღნიშნულს, მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერი და ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფა მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჯან­სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი მათ გულ­შე­მატ­კივ­რო­ბას არ შე­წყვე­ტენ. ​

მსგავსი