წაგებული თამაში და ბულინგი პოლიტიკური ნიშნით

21:34, 20.11.2025

„ის, რაც გვაერთიანებს“ – სლოგანი, რომელიც დღემდე ყველაზე უკეთ ქართულ ფეხბურთს მიესადაგებოდა, ბულინგმა ჩაანაცვლა.

ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე მკვეთრად გაზრდილმა პოლარიზაციამ ის სფეროც მოიცვა, რომელიც წლების განმავლობაში რადიკალურად გასხვავებული შეხედულებების, განწყობებისა და პოლიტიკური პოზიციების მქონე მოქალაქეების გამაერთიანებელი იყო. შეურაცხმყოფელი ეპითეტების სამიზნეებად იქცნენ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები, რომლებმაც სხვადასხვა დროს ქომაგებს გამარჯვების და ბედნიერების წუთები არაერთხელ აჩუქეს, წელიწადნახევრის წინ კი თაობების ოცნება რეალობად აქციეს და ქვეყნის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. ბულინგმა განსაკუთრებით მძიმე ფორმები მიიღო სოციალურ ქსელში, ნაკრების კაპიტნის პირად გვერდზე, სადაც გიორგი მამარდაშვილი ბულგარეთთან წაგებული თამაშის შემდეგ ქომაგების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე წერს. მეკარესთან ერთად არც სხვა მოთამაშეები დაუნდიათ. საზოგადოების ნაწილი ნაკრების წევრებს ხელისუფლების მხარდაჭერაში და კომერციულ გარიგებებში ადანაშაულებს და ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე პოზიციის საჯაროდ არ გამოხატვის გამო შეურაცხყოფას აყენებს.

ისტორიული მატჩებიდან, გამარჯვებებიდან, საყოველთაო ზეიმიდან და ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ დაწერილი ისტორიებიდან ბულინგამდე და ქომაგობაზე უარის თქმამდე – სალომე ქოქიაშვილი იმ პოლიტიკური სიძულვილის შესახებ, რომელმაც ყველა დროში საზოგადოების ყველა ფენის გამაერთიანებელი სფეროც მოიცვა.

მსგავსი