წაჩხურობა მარტვილში
აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს, სამეგრელოში წაჩხურობას ზეიმობენ. მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში მომლოცველები მთელი საქართველოდან იკრიბებიან. ეს პატარა, მთების სიმწვანეში აღმართული ეკლესია უძველესი დროიდან გავრცელებული რწმენით ოჯახისა და ნაყოფიერების მფარველია. ტრადიციის შესაბამისად, უშვილო წყვილები აკვნებით ხელში მიუყვებიან ტაძრისკენ მიმავალ გზას და საგანგებოდ ამ დღისთვის აღვლენილ წირვას ესწრებიან. მსახურების დასრულების შემდეგ კი აკვნებს ნაკურთხ წყალს ასხურებენ.
იმედის, რწმენისა და ახალი სიცოცხლის დღესასწაული, ანუკი მასხარაშვილის, ლაშა მამულაშვილისა და გიორგი ცოფურაშვილის რეპორტაჟში #მოამბერეგიონები