წაბლნარი კორომების მონიტორინგი

12:28, 17.08.2026

იმერეთის რეგიონში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, წაბლნარში სოკოვანი დაავადების – წაბლის ქერქის კიბოს მიერ დაზიანებული კორომების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს. დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოყენების პირველადი შეფასებით, საცდელ ფართობებზე დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სანიტარიულ ჭრებთან ერთად, დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა სოფელ ბოსლევში, სატყეო პათოლოგიური კვლევების საფუძველზე, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდა. წაბლის კორომებისთვის გამოწვევას, დაავადების გარდა, 2022 წლიდან ახალი ინვაზიური მავნებელი მწერი – წაბლის მეგალე წარმოადგენს.

მსგავსი