„ვწერ თავისუფალ თემას“ - კონკურსი სეუ-ში

კონკურსი – „ვწერ თავისუფალ თემას“ ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მეათე-მეთორმეტე კლასის 750-მდე მოსწავლე. კონკურსის მიზანია განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა.

მონაწილეებს, როგორც პირველ, ისე ფინალურ ტურში, ეძლევათ ათი სათაური, რომელთაგან მათ უნდა შეარჩიონ მხოლოდ ერთი და დაწერონ თავისუფალი თემა. სათაურები შეიძლება შეეხოს: ლიტერატურას, რელიგიას, ისტორიას, ფილოსოფიასა და ხელოვნებას. კონკურსს ჯამში ათი გამარჯვებული ეყოლება, ხოლო მათგან პირველი სამი ფულადი პრიზით დაჯილდოვდება. კონკურსის იდეის ავტორი, საორგანიზაციო საბჭოსა და ჟიურის თავმჯდომარე გია მურღულიაა.