საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში ლიტერატურული კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. კონკურსის მიზანია განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა, ასევე ჰუმანურ ღირებულებებზე ორიენტირებული სამოქალაქო, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება.
კონკურსის გამარჯვებული, პირველი ადგილის მფლობელი, სკოლა-ლიცეუმი „პრომეთეს“ მოსწავლე დაჩი ორველაშვილი გახდა. საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის №23 საჯარო სკოლის მოსწავლემ სალომე ჯოხაძემ. მესამე ადგილი კი კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლემ, გიორგი ხაჩიძემ დაიკავა.
კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“, გია მურღულიას ავტორობითა და ინიციატივით, მრავალი წელია ტარდება. ხოლო 2021 წლიდან, კონკურსის ოფიციალური სპონსორი, ორგანიზატორი და განმახორციელებელია – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU. საინფორმაციო მხარდაჭერას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.