„ვწერ თავისუფალ თემას“ - დაჯილდოება

„ვწერ თავისუფალ თემას“  – კონკურსის გამარჯვებულები საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში დააჯილდოვეს.

კონკურსში გამარჯვება სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს. საუკეთესო თხზულებები ცალკე კრებულად გამოიცემა. მონაწილეებს, როგორც პირველ, ისე ფინალურ ტურში, ათი თემა ჰქონდათ, რომელთაგანაც ერთი უნდა შეერჩიათ და განევრცოთ.

კონკურსის იდეის ავტორი პედაგოგი და ფილოლოგი გია მურღულია იყო.