ვორქშოპი ჟურნალისტებისთვის

ციფრულ ეპოქაში თხრობის მეთოდებსა და სოციალური კვლევების პრინციპების გამოყენების სპეციფიკას მიეძღვნა ჟურნალისტებისთვის ვორქშოპი.

კომუნიკაცების ეროვნული კომისიის მედია აკადემიის მიერ ჩატარებულ ტრენინგში მონაწილეობა 13-მა ჟურნალისტმა მიიღო. ვორქშოპის მიზანი იყო ციფრულ ეპოქაში უწყვეტი ინფორმაციული ნაკადების მართვა და შესაბამისი უნარების გამომუშავება. ასევე, სოციალური კვლევების შედეგების წაკითვა/გაშუქების სპეციფიკა.

ტრენინგს ჟურნალისტი მარუნა ვაშაყმაძე და სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი უძღვებოდნენ. ვორქშოპში მონაწილე ჟუნალისტებს სერტიფიკატები გადაეცათ.