ვოლოდიმირ ზელენსკისა და ფრიდრიხ მერცის პრესკონფერენცია

12:12, 16.12.2025

„ტერიტორიულ საკითხზე პასუხის გაცემა მხოლოდ უკრაინელ ხალხს და უკრაინის პრეზიდენტს შეუძლიათ, აშშ-ის მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი და ფინანსური გარანტიები კი – შესანიშნავია“ – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბერლინში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ფრიდრიხ მერცი ამბობს, რომ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტერიტორიების საკითხი მტკივნეულია, რადგან უკრაინას ნათლად ესმის, თუ რა სურს რუსეთს. ზელენსკიმ თქვა ისიც, რომ არსებობს რთული საკითხები და სამართლიანი გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად საჭიროა აშშ-თან ერთად მუშაობა.

მსგავსი