ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი საბერძნეთში

18:14, 16.11.2025

ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა. ლიდერებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკულ სექტორს. საბერძნეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას. თ​ავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა საბერძნეთს პოლიტიკური და ენერგეტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ცნობისთვის, მანამდე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა გაზის იმპორტს საბერძნეთიდან განახორციელებს.

მსგავსი