ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია

15:12, 11.10.2026

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაბიჯები ორმხრივი იქნება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა შეწყვეტს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს, თუ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შეაჩერებს. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომის რეალური მიზეზი მხოლოდ რუსეთია და ენერგეტიკულ ზავზე უარს სწორედ მოსკოვი ამბობს. „დეესკალაციისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი ორმხრივი უნდა იყოს და რეალური გარანტიებით უნდა იყოს გამყარებული“ – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ომის დასრულების სურვილის არქონასა და რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმის შეწყვეტის შესახებ მოწოდებების იგნორირებაში დაადანაშაულა.

მსგავსი