მადლობელი ვარ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, მისი მკაფიო ხედვისთვის და მშვიდობის მისაღწევად ჩვენი ერთობლივი ძალისხმევისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი წერს -„მშვიდობა უნდა იყოს რეალური და არა მხოლოდ სიტყვა – ეს არ შეიძლება ნიშნავდეს უკრაინის კაპიტულაციას ან დაშლას“. „ის უნდა იყოს სამართლიანი,საიმედო, გრძელვადიანი და ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიებით – უკრაინისთვის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ყველას ხელმძღვანელობას და ძალისხმევას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და აძლიერებს ევროპის თავდაცვის შესაძლებლობებს. მოუთმენლად ველოდებით უახლოეს დღეებში ერთობლივ მუშაობას მშვიდობისკენ მიმავალ ნაბიჯებზე“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.