საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება საუდის არაბეთისკენაა მიმართული, სადაც ორ დღეში ერთმანეთს აშშ-სა და უკრაინის დელეგაციები შეხვდებიან. ვოლოდიმირ ზელენსკის ნაყოფიერი მოლაპარაკებების იმედი აქვს და ამბობს, რომ უკრაინული ინტერესების სწორად გათვალისწინებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც უკრაინის მხარდამჭერია. ამასთან, მან გაასაჯაროვა დელეგაციის შემადგენლობა, რომლის წევრებიც არიან პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი. ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ იქნება ამერიკულ დელეგაციაში.