ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი თავის არმიას 100 ათასი სამხედროთი ზრდის. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი საერთოდ არ ემზადება მოლაპარაკებებისთვის და მშვიდობისთვის და მისი მიზანი ომის გაგრძელებაა. ზელენსკიმ უკრაინაში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ახალი თავმჯდომარის ვიზიტზეც ისაუბრა. ჯუზეპე კავო დრაგონე პრეზიდენტს და მთავარსარდალ სირკის შეხვდა. ზელენსკის განცხადებით, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელთან ერთად მან მოინახულა უკრაინის თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმო, განიხილა მასთან „რამშტაინის“ ფორმატის მორიგი შეხვედრისთვის მზადება, ალიანსის წევრი-სახელმწიფოებისგან სამხედრო დახმარების გაგრძელება და დრონების წარმოებაში პირდაპირი ინვესტიციები.