უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებს იყენებენ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პუტინს არ სურს მშვიდობა და ცდილობს აზიასა და მთელ მსოფლიოში პრობლემები შექმნას.
უკრაინის მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ომის შესაჩერებლად ის პარტნიორებთან კოორდინირებულ მოქმედებას განაგრძობს.