ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

ჩვენ ვიომებთ, სანამ არ დავიბრუნებთ ჩვენს მიწას. მთელი მსოფლიო ჩვენი გამბედაობით შთაგონებულია, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტმა რუს სამხედროებსაც მიმართა: თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, რომ თავი გადაირჩინოთ. ორკვირიანმა ჩვენმა წინააღმდეგობამ დაგანახათ, რომ ჩვენ არ დავნებდებით.

უკრაინა რუსეთის შემოჭრის პირველივე დღიდან უმეორებს პარტნიორებს: თუ თქვენ არ ჩაკეტავთ ცას, თქვენც იქნებით პასუხისმგებელი კატასტროფულ შედეგებზე. გუშინ ჩვენ, როგორც იქნა, მოვახდინეთ ჰუმანიტარული კორიდორის ორგანიზება, გადავარჩინეთ 1 600 სტუდენტი და 3 500 მშვიდობიანი მაცხოვრებელი.