ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

15:30, 07.03.2022

უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან „ცის გაწმენდას“ ან თვითმფრინავებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების მიწოდებას ელოდება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ვიდეომიმართვისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, მტერი უკვე დაღლილი და დემორალიზებულია. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს. ბოიკოტი გამოუცხადონ როგორც ქვეყანაში პროდუქციის იმპორტს, ასევე რუსული პროდუქტების ექსპორტს, მათ შორის ნავთობს.

მსგავსი