ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

ოკუპანტები აანონსებენ სიმხეცეს, რადგან არ არის რეაქცია, არის სიჩუმე, თითქოს დასავლელი ლიდერები გაქრნენ, – ეს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არცერთი მსოფლიო ლიდერი და არცერთი დასავლელი პოლიტიკოსი არ გამოეხმაურა რუსეთის მუქარას, რომ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოების დაბომბვას გეგმავს.