ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

ჩვენ გადავურჩით ღამეს, რომელსაც შეეძლო, შეეცვალა არამარტო უკრაინის, არამედ ევროპის ისტორია, – ასე გამოეხმაურა ზელენსკი ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმას. საკუთარ გამოსვლაში მან რუს ხალხს მიმართა – „ამოიღეთ ხმა, თქვენ უნდა უთხრათ თქვენს ხელისუფლებას, რომ გსურთ ცხოვრება დედამიწაზე რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე, რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვარი“. „ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე თავდასხმა უპრეცედენტო ტერორია“, –  აღნიშნა ზელენსკიმ.