ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

„დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უახლოეს დღეებში ახალ მასირებულ დარტყმას გეგმავს“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ამასთან, ზელენსკის თქმით, მომლაპარაკებელთა ჯგუფს შეხვდა, რომლებსაც ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ ამერიკულ გუნდთან და ამჟამად შეხვედრის თარიღზე მსჯელობენ. უკრაინის ლიდერმა, ირანში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედამიწაზე ყველა ნორმალურ ადამიანს სურს, რომ ირანის ხალხი საბოლოოდ გათავისუფლდეს იქ არსებული რეჟიმისგან.