უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაფუჭებას ცდილობს. ზელენსკიმ მნიშვნელოვანი უწოდა ფაქტს, რომ აშშ-ის კონგრესში რუსეთისა და რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მიმართული ნაბიჯები განახლდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა, უკრაინის სტრატეგიული მიზანია, რომ აშშ-თან დიალოგი 100%-ით კონსტრუქციული იყოს.