ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მხრიდან ისეთი სიგნალები მოდის, რომ სავარაუდოდ, ისინი მომავალ წელს ომის გაგრძელებას აპირებენ. როგორც ზელენსკიმ განმარტა, რუსები შეეცდებიან, სხვადასხვა დიპლომატიური ფორმულირებებით დაფარონ უკრაინის განადგურების სურვილი.