ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

დღეს, მაიამიში დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად უკრაინის დელეგაციას შეხვდებიან, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს. პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-ის პრეზიდენტის გუნდთან უახლოეს დღეებში მოლაპარაკებებისთვის ემზადება. მისი თქმით, ჟენევასა და ფლორიდაში გამართულ შეხვედრებზე, უკრაინას მოუსმინეს და ეს მნიშვნელოვანია. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ლიდერებთან კომუნიკაციას ყოველდღიურად გააგრძელებს.