უკრაინის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ აშშ-ის „სამშვიდობო გეგმაში“ დარჩა ღია საკითხები, რომლებსაც ის ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილავს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ჟენევიდან დაბრუნებულმა გუნდმა, მას ახალი გეგმის შესახებ მოახსენა და უკრაინისთვის მგრძნობიარე საკითხებს დონალდ ტრამპთან თავად განიხილავს. ზელენსკიმ ასევე დაადასტურა, რომ დოკუმენტის განახლებულ ვერსიაში აღარ არის 28 პუნქტი.