ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, იარაღის ექსპორტისთვის, მიმდინარე წელს, ბერლინსა და კოპენჰაგენში ოფისები გაიხსნება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა შეერთებულ შტატებთან და ამერიკული გუნდი მომავალ კვირას უკრაინაში ჩავა. როგორც ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე კომპრომისი 2025 წლის ბოლომდე იპოვოს.