ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთი კიევს ჩაბნელებით თუ დაემუქრება, მაშინ დენი მოსკოვშიც გაითიშება. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს მოსაზრება აშშ-ში ვიზიტის დროს დონალდ ტრამპსაც გაუზიარა. როგორც ზელენსკი აცხადებს, რუსეთი თუ კონკრეტული თემით იმუქრება, „ცივილიზებულმა ქვეყნებმაც“ იგივე უნდა გააკეთონ, მათ შორის რიტორიკის დონეზე. ამავე ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინაში უკვე ერთი თვეა მუშაობს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტი“, რომელიც კიევმა ისრაელისგან მიიღო.