„მიმდინარე კვირაში გვექნება კონტაქტი თურქეთთან, სპარსეთის ყურისა და ევროპის ქვეყნებთან, რომლებსაც რუსებთან მოლაპარაკებების მასპინძლობა შეუძლიათ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინის მხრიდან ომის დასასრულებლად ყველაფერი იქნება მომზადებული.