ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

„უკრაინამ რუსეთს მომავალ კვირას დელეგაციის დონეზე ახალი შეხვედრის გამართვა შესთავაზა“ – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსებს ახალი შეხვედრის გამართვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა შესთავაზა. უკრაინის ლიდერის თქმით, ამჟამად რუსულ მხარესთან საუბარი პატიმრების გაცვლის გაგრძელებაზე მიმდინარეობს.