უკრაინამ აშშ-ს წარუდგინა სამხედრო დახმარების პაკეტი, რომლის შეძენაც სურს. აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან დააზუსტა, რომ კიევის სურვილების პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვა და სხვა შესაბამისი ინსტრუმენტები, რომლებიც ძალიან სჭირდება უკრაინას. მან ისაუბრა აშშ-ის სახაზინო მდივნის ინტერვიუზე, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა 28 თებერვალს ყველაზე მარტივად ხელმოსაწერი იშვიათი მინერალების შეთანხმება ჩაშალა და იღებს არასრულყოფილ რჩევებს თავისი გარემოცვისგან. საპასუხოდ, ზელენსკიმ თქვა, რომ პრობლემა სწორედ აშშ-ის სახაზინო მდივნის მიდგომაშია. უკრაინის ლიდერის განცხადებით, დონალდ ტრამპი ძალიან გაღიზიანებულია რუსეთის პრეზიდენტზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაპირებებს არ ასრულებს.