ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყოველი „შაჰედის“ დრონი და საავიაციო ბომბი, რომელსაც რუსეთი იყენებს, შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით არის მიწოდებული. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. უკრაინის ლიდერის ინფორმაციით, ამ კვირის განმავლობაში რუსეთმა ასობით თავდასხმა სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით განახორციელა. ზელენსკი ასევე აღნიშნავს, რომ მისი ადმინისტრაცია ყოველდღიურად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან, რათა უზრუნველყონ საჰაერო თავდაცვის სისტემები, ინვესტიციები უკრაინის თავდაცვის წარმოებაში და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება. „ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რათა სამართლიანი მშვიდობა უფრო ახლოს მოვიყვანოთ და უზრუნველვყოთ საიმედო უსაფრთხოების გარანტიები“ – წერს ზელენსკი.