უკრაინის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ამერიკის წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო და მნიშვნელოვან დეტალებზე კარგი დისკუსია შედგა. „მადლიერი ვარ შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის გაწეული დახმარებისა და ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ძალა იგრძნობოდეს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საბრძოლო მდგომარეობა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხი. ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა, აშშ-ს პრეზიდენტთან ძლიერი და ეფექტიანი საინვესტიციო და უსაფრთხოების შეთანხმების დასადებად. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მან ამერიკის დელეგაციას შედეგების მიღწევის ყველაზე სწრაფი და კონსტრუქციული გზა შესთავაზა და უკრაინული გუნდი მზადაა 24-საათიან რეჟიმში იმუშაოს.